პროექტის შესახებ

პროექტში გამოყენებული იქნება პროსპერ მერიმეს ნოველა "კარმენის" ინტერპრეტაცია, რათა წარმოგიდგინოთ სამუშაო საკითხები “ვინ არის “მე” ?” ან “ვინ ვარ მე” და როგორ არის ეს “მე” შექმნილი, კონსტრუირებული. მონაწილეები უშუალოდ შეეხებიან თემას - რამ შემქმნა ისეთად, როგორიც ვარ?

პროექტში გამოყენებული იქნება პროსპერ მერიმეს ნოველა "კარმენის" ინტერპრეტაცია, რათა წარმოგიდგინოთ სამუშაო საკითხები “ვინ არის “მე” ?” ან “ვინ ვარ მე” და როგორ არის ეს “მე” შექმნილი, კონსტრუირებული. მონაწილეები უშუალოდ შეეხებიან თემას - რამ შემქმნა ისეთად, როგორიც ვარ? სადაა ის თავისუფალი ადგილი, სადაც ინდივიდს შეუძლია დაეთანხმოს ან არ დაეთანხმოს შესაბამისი საზოგადობის მიერ შემოთავაზებულ კულტურულ ღირებულებებს და როგორ შეუძლია ინდივიდს, კულტურული ცნობიერების ფორმირებაში მონაწილეობის მიღება. 

                                                                             ჯონათან ბანათვალა


ორი დღის განმავლობაში მონაწილეები გაეცნობიან “Feedback”-ის მარტივ კანონებს და მის სხვადასხვა ფორმატებს მოსინჯავენ. თითოეული მათგანი მიიღებს დავალებას, რომ მოიტანონ რაიმე საგანი (ფოტო, წიგნი, ფილმი ან რაიმე სხვა) რაც გამოდგება ისტორიის მოყოლის საწყის წერტილად. ისტორია იქნება იმის შესახებ თუ ვინ არის ის და როგორ არის დაკავშირებული ეს ობიექტი მის ისტორიასთან. ეს საწყისი ისტორია განვითარდება სამუშაო პროცესში საბოლოო წარმოდგენამდე. განხილვის და აზრების გაცვლის ფორმატი დაეხმარება მონაწილეებს გამოხატონ თავიანთი თავი. პრეზენტაციის ფორმატი და მედიუმი არჩეული იქნება თითოეული მონაწილის მიერ. გარდა ამისა ისინი ნახავენ და განიხილავენ რეჟისორების კირბი დიკისა და ემი ზირინგ კოფმანის დოკუმენტურ ფილმს  “Derrida”

კარმენი/ გამორიცხვის მდგომარეობა

კარმენი არის ევროპულ კულტურათა დიალოგი, რომელმაც შთაგონება პუშკინის პოემისგან მიიღო, ესაა ფრანგულ ენაზე დაწერილი ნოველლა ესპანელი ბოშის შესახებ. ამ ისტორიის ბევრი საკვანძო თემა ევროპელობის მნიშვნელობას ეხება. ბევრი ქვეყნისთვის კარმენი გარკვეული გაგებით “თავიანთია“. ვთვლით, რომ ამ ისტორიის ახლებურად გაგებით

კარმენი არის ევროპულ კულტურათა დიალოგი, რომელმაც შთაგონება პუშკინის პოემისგან მიიღო, ესაა ფრანგულ ენაზე დაწერილი ნოველლა ესპანელი ბოშის შესახებ. ამ ისტორიის ბევრი საკვანძო თემა ევროპელობის მნიშვნელობას ეხება. ბევრი ქვეყნისთვის კარმენი გარკვეული გაგებით “თავიანთია“. ვთვლით, რომ ამ ისტორიის ახლებურად გაგებით შეიძლება დამყარდეს კავშირი ძველ და ახალ ევროპას შორის. გამომდინარე აქედან, ჩვენ შეგვიძლია შევქმნათ ახალი  ინტერპრეტაცია, რომელიც წინ წამოსწევს და გამოაცოცხლებს ამ ტრანს-ევროპულ თემებს.

ჯონათან ბანათვალა

პროექტის პარტნიორები არიან:

  • მოძრაობის თეატრი (Moving Theatre  – წამყვანი პარტნიორი, ბრიტანული კომპანია) 
  • რადიო რომანია ინტერნაციონალი (Radio Romania International  – საერთაშორისო მაუწყებელი რუმინეთში)
  • თეატრი ეფემერიდე (Ephemeride – ფრანგული თეატრი)
  • ასოციაცია და რადიო ”მწვანე ტალღა” 
  • თბილისის  ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკისა და დრამის სახელმწიფო თეატრი

 

პროექტი დაეყრდნობა თითოეული პარტნიორის შესრულებული სამუშაოს კვლევებს და მიღწევებს. 

 

ასოციაცია და რადიო მწვანე ტალღა მთლიანი პროექტის ფარგლებში ჩაატარებს 1 დღიან პერფორმანსს, რომელსაც წარმოადგენს ნადია წულუკიძე და შემდგომ 2 დღიან live ღონისძიებას, სადაც სამუშაო პროცესი და დისკუსია გახდება საზოგადოებრივი პერფორმანსი, რომელიც გაითვალისწინებს მასში მაყურებელთა ჩართულობას. პირდაპირი ეთერის მსვლელობისას, სამუშაო პროცესი წარმოდგენაში გადაიზრდება, სადაც ყოველი მაყურებელი, ამავე დროს მონაწილეც გახდება. მაყურებელს საშუალება ექნება თვალყური ადევნოს წარმოდგენას ინტერნეტის საშუალებით და თან იმოქმედოს დისკუსიის მსვლელობაზე, ჩვენს ვებ-საიტზე სპეციალურად შექმნილი ფორუმის და სოციალური ქსელის საშუალებით. 

მწვანე ტალღის შესახებ

მწვანე ტალღის უმთავრესი პრიორიტეტი სამოქალაქო განათლება და ლიბერალური ღირებულებების პროპაგანდაა.    პირველი არასამთავრობო რადიოსადგური მწვანე ტალღა 1995 წელს, ასოციაცია მწვანე ტალღის მიერ, საქართველოში სამოქალაქო საზოგადოების, დემოკრატიის განვითარებისა და არასამთავრობო სექტორის მედია-მხარდაჭერის მიზნით დაარსდა.    მწვანე ტალღა 16 FM გადამცემით მთელს საქართველოს ფარავს,

მწვანე ტალღის უმთავრესი პრიორიტეტი სამოქალაქო განათლება და ლიბერალური ღირებულებების პროპაგანდაა. 

 

პირველი არასამთავრობო რადიოსადგური მწვანე ტალღა 1995 წელს, ასოციაცია მწვანე ტალღის მიერ, საქართველოში სამოქალაქო საზოგადოების, დემოკრატიის განვითარებისა და არასამთავრობო სექტორის მედია-მხარდაჭერის მიზნით დაარსდა. 

 

მწვანე ტალღა 16 FM გადამცემით მთელს საქართველოს ფარავს, კავშირი სტუდიასა და გადამცემებს შორის სატელიტის საშუალებით ხორციელდება და გადაცემების მოსმენა, შესაბამისად, ევროპის ყველა ქვეყანაში შესაძლებელია. 


მწვანე ტალღა ბოლო წლებში აქტიურად ახორციელებს კულტურულ და არტ პროექტებს. მის მიზანს ერთობლივი რადიო არტ პროექტების განხორციელების გზით ევროპასთან ინტეგრაციის ხელშეწყობა წარმოადგენს.

ნადია წულუკიძის შესახებ

ნადია წულუკიძე დაიბადა საქართველოში. მუსიკალური განათლების მიღების შემდეგ გერმანიაში 8 წლის განმავლოობაში თანამედროვე ცეკვას ეუფლებოდა. 2004 წელს დაბრუნდა სამშობლოში, სადაც შეუდგა ვიზუალურ არტისტებთან თანამშრომლობას და სოფო ტაბატაძესთან ერთად დააარსა მულტიმედიური პერფორმანსის ჯგუფი „ხინკალი ჯუსი“. იგი მონაწილეობას იღებდა ინტერნაციონალურ

ნადია წულუკიძე დაიბადა საქართველოში. მუსიკალური განათლების მიღების შემდეგ გერმანიაში 8 წლის განმავლოობაში თანამედროვე ცეკვას ეუფლებოდა. 2004 წელს დაბრუნდა სამშობლოში, სადაც შეუდგა ვიზუალურ არტისტებთან თანამშრომლობას და სოფო ტაბატაძესთან ერთად დააარსა მულტიმედიური პერფორმანსის ჯგუფი „ხინკალი ჯუსი“. იგი მონაწილეობას იღებდა ინტერნაციონალურ პროექტებში და გამოფენებში თურქეთში, სომხეთში, უნგრეთში, იტალიაში, პოლონეთში, სლოვენიაში, საფრანგეთსა და გერმანიაში. 2010 წელს ამსტერდამში დაამთავრა თეატრალური მაგისტრატურა სადიპლომო ნაშრომით „მზად სიყვარულისთვის ან იდენტობის შვიდი ფრაგმენტი“. ამ ნამუშევრით 2011 წელს იგი დაპატიჟებული იყო ნოი/ნაუ ფესტივალზე. ნადია ამჟამად მოღვაწეობს ამსტერდამში, როგორც დამოუკიდებელი არტისტი. იგი იყენებს ხელოვნების ისეთ ფორმებს, როგორიცაა პერფორმანსი, ინსტალაცია, ვიდეო, ქორეოგრაფია და ექსპერიმენტალური თეატრი. 



 

www.nadiatsulukidze.blogspot.com

 

www.khinkalijuice.blogspot.com

 

კონცეფცია და პერფორმანსი

 

ჩემი ნამუშევრების ამოსავალი წერტილი არის ჩემი პირადი გამოცდილება, კითხვა ან დაბნეულობა, ხოლო ჩემი ნამუშევრის საფუძველი საკუთარი თავის საზოგადოებასთან დამოკიდებულებაში შემეცნებაა.

ყველაზე მეტად მაინტერესებს და მიზიდავს ადამიანის სხეული, სხეული, რომელიც ემოციებისგან, მოგონებებისგან და სოციალურ პოლიტიკური კონსტრუქციისგან შექმნილ კომპლექსურ ორგანიზმს წარმოადგენს. ჩემი ინტერესია ამ კომპონენტების ერთმანეთთან დამოკიდებულებაზე

ჩემი ნამუშევრები ინტერდისციპლინარულია. ვმუშაობ როგორც ქორეოგრაფი, ვიზუალური არტისტი, პერფორმერი და თეატრის დამდგმელი. ისეთი მედიუმების კომბინაციით, როგორიც არის მოძრაობა, ტექსტი, ბგერა და გამოსახულება მე ვქმნი დიალექტიკურ სივრცეებს, რომლებიც მდიდარი წარმოსახვის, რეფლექციის და ინტერპრეტაციის საშუალებას იძლევა.

 

მზად სიყვარულისთვის ან იდენტობის შვიდი ფრაგმენტი

 „მზად სიყვარულისთვის ან იდენტობის შვიდი ფრაგმენტი“ - ავტობიოგრაფიული პერფორმანსია, რომელიც პირად ისტორიებს პოლიტიკურ მოვლენებთან აკავშირებს.

 მე ვქმნი ჩემს პირად ბიოგრაფიას ისტორიულ კონტექსტზე რეფლექციის მეშვეობით. დაბადებული საბჭოთა კავშირში და განათლებამიღებული დასავლეთში, მე ვქმნი ჩემი განვითარების გეოგრაფიულად ფრაგმენტულ ხაზს. მე ვხხეავ ჩემს თავს, როგორც „made in East/West“, სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, სხვადასხვა კულტურულ გარემოში ცხოვრებამ, მრავალფეროვანი და განსხვავებული კულტურული ფასეულობების აღქმამ და შეთვისებამ ჩემს შემოქმედებაზე მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა.

ამ პერფორმანსისთვის ვიყენებ დოკუმენტური მულტი-მედიური თეატრის სტრატეგიებს, სადაც ვიდეოს, ფოტოს, ცეკვის და ტექსტის გამოყენებით იდენტობის ფრაგმენტულ ნარატივს ვქმნი.

ამ პერფორმანსში მე ვარ ავტორი, პერფორმერი და ჩემივე ბიოგრაფიული მასალა. ამ სამი როლის ურთიერთდამოკიდებულებაში იქმნება იდენტურობა არა როგორც მყარი და დასრულებული ობიექტი, არამედ როგორც თხევადი, დაუსრულებელი სხეული.

 მზად სიყვარულისთვის ან იდენტობის შვიდი ფრაგმენტი - გურული მარსელიეზის, საპნის ბუშტების, 1980 წ. ოლიმპიადის, სამაიას, ბაბუა ბრეჟნევის და სიყვარულის წერილების კოლაჟია.