AUDITION

პროექტს აქვს ორი შესარჩევი ტური, რომლის შედეგად შეირჩევა 6 საბოლოო მონაწილე. პირველი ეტაპი მოიცავს სამოტივაციო წერილების მიღებას და მათ საფუძველზე 30 წუთიანი გასაუბრებების ჩატარებას.

 

მონაწილეებს შეუძლიათ გამოიჩინონ კრეატიულობა სამოტივაციო წერილების შედგენისას. მისი ფორმატი შეიძლება მონაწილემ თავად აირჩიოს - ეს იქნება ტექსტი, ტექსი+ფოტო ან ვიდეო ჩანაწერი, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს 1 წუთს. სამოტივაციო წერილს თან უნდა ერთვოდეს თქვენი ფოტოსურათი და საკონტაქტო ინფორმაცია. არ არის აუცილებელი ეს იყოს საბუთის ფოტო, თქვენ შეგიძლიათ იყოთ თავისუფალი თქვენს არჩევანში

 

შესარჩევი პროცესი აღბეჭდილი და დოკუმენტირებული იქნება და დაიდება ვებ საიტზე, როგორც მთელი სამუშაო პროცესის ნაწილი და პროექტის კონცეპტუალური ჩარჩო.

 

ვის შეუძლია მონაწილეობა? 


ნებისმიერს პროფესიის ადამიანს (სტუდენტებს, მოსწავლეებსა და ახალგაზრდებს და არა მარტო ახალგაზრდებს), რომლებსაც აინტერესებთ ზემოხსენებული პროექტი.


სამოტივაციო წერილები შეგიძლიათ გამოაგზავნოთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე 2012 წლის 5 მაისის ჩათვლით – pd@grn.ge  სათაურში აუცილებლად მიუთითეთ Performance Carmen”,    წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.


გასაუბრება ჩატარდება 2012 წლის 10 მაისს. პერფორმანსი, ვორკშოპი და პრეზენტაცია გაიმართება 17,18 და 19 ივნისს. 


იმ შემთხვევაში თუ გამოიყენებთ ვიდეო მასალას, იგი შეგიძლიათ ატვირთოთ შემდეგ საიტებზე:  https://www.yousendit.com   ან https://www.wetransfer.com/ და შემდეგ გამოგვიგზავნოთ ბმული. ტექნიკური პრობლემების ან კითხვების შემთხვევში მოგვმართეთ ზემოთხსენებულ მეილზე.

 

see photo gallery