შორენა გაბუნია

მე ვარ შორენა გაბუნია, ხელოვნებათმცოდნე. 2004-2008 წლებში მონაწილეობა მაქვს მიღებული სხვადასხვა გამოფენებისა და სახელოვნებო პროექტების ორგანიზებაში. ასევე დასახელებულ პერიოდში ჩემი უშუალო ინიციატივითა და მხარდაჭერით ფუნქციონირებდა ახალგაზრდა ქართველ ხელოვანთა შემოქმედების ამსახველი ვებგვერდი www.boheme.ge ამჟამად ვმუშაობ გენდერული კვლევების სფეროში. პროექტი

მე ვარ შორენა გაბუნია, ხელოვნებათმცოდნე2004-2008 წლებში მონაწილეობა მაქვს მიღებული სხვადასხვა გამოფენებისა და სახელოვნებო პროექტების ორგანიზებაში. ასევე დასახელებულ პერიოდში ჩემი უშუალო ინიციატივითა და მხარდაჭერით ფუნქციონირებდა ახალგაზრდა ქართველ ხელოვანთა შემოქმედების ამსახველი ვებგვერდი www.boheme.ge


ამჟამად ვმუშაობ გენდერული კვლევების სფეროში.


პროექტი კარმენი” ჩემთვის საინტერესოა, როგორც საკულტო ლიტერატურული ნაწარმოების დანაწევრება-ხელახლა კონსტრუირების გამოწვევა. კარმენი მუდმივი ინსპირაციების მუზაა. კარმენის პერსონაჟი სხვადასხვა სოციალური, ფსიქოლოგიური და გენდერული იდენტობების მდიდარ კალეიდოსკოპს გვთავაზობს. დროისა და სივრცის მოცემულობის გარეშე ლიტერატურული სახე ტრანსფორმირებულ სახიათს იძენს, სადაც მისი ტრადიციული ელემენტები განსხვავებული შინაარსით იტვირთება. ძველი, ტრადიციული დატვირთვისგან დეკონსტრუირებული იმიჯი მისთვის აქამდე უცნობ და უცხო კონტექსტს იძენს

ნიკოლოზ ჰუმანოიდი

ბიოგრაფია: რეაქცია, კვლევა, დაკვირვება, შეხება ნებისმიერ თემას და სივრცეს თავისი სიმძიმის ცენტრი აქვს. ჩემი ნამუშევრები ალბათ ამ წერტილთან მიახლოვებაა პირადი სხეულის მეშვეობით

ბიოგრაფია: რეაქცია, კვლევა, დაკვირვება, შეხება

ნებისმიერ თემას და სივრცეს თავისი სიმძიმის ცენტრი აქვს. ჩემი ნამუშევრები ალბათ ამ წერტილთან მიახლოვებაა პირადი სხეულის მეშვეობით

ანა გზირიშვილი

მე ვარ ანა გზირიშვილი, თბილისის სამხატვრო აკადემიის მეორე კურსის გრაფიკის მიმართულების სტუდენტი. ფაქტობრივად მთელი ჩემი გააზრებული ცხოვრება გადაწყვეტილი მქონდა რომ ხელოვანი უნდა გამოვსულიყავი. ამჟამად ზუსტად იმას ვაკეთებ რაც მინდა. დღესღეობით ვსწავლობ

მე ვარ ანა გზირიშვილი, თბილისის სამხატვრო აკადემიის მეორე კურსის გრაფიკის მიმართულების სტუდენტი.


ფაქტობრივად მთელი ჩემი გააზრებული ცხოვრება გადაწყვეტილი მქონდა რომ ხელოვანი უნდა გამოვსულიყავი. ამჟამად ზუსტად იმას ვაკეთებ რაც მინდა. დღესღეობით ვსწავლობ წიგნის ილუსტრაციაზე, რითიც საკმაოდ კმაყოფილი ვარ, მაგრამ ჩემი მომავალი პროფესია კონკრეტულად წიგნის ილუსტრაცია არ იქნება. ვცდილობ ჩავერთო ყველა აქტივობაში, რაც ჩემს სფეროს ეხება და არა მარტო. მონაწილეობა მაქვს მიღებული სხვადასხვა პროექტებში, ვორქშოფებში, სემინარებში და ა.შ. აქტიურად დავდიოდი ესპანურ ცეკვებზე. ამ ფაქტს კარმენთან ვაკავშირებ.

 

განსაკუთრებით მაინტერესებს და მომწონს ახალი გამოცდილების შეძენა და სრულიად განსხვავებულ ხალხთან ურთიერთობა. ეს ყველაფერი გარკვეულ წინააღმდეგობების გადალახვის უნარსაც ავითარებს. ვფიქრობ პროექტი მომცემს იმას რასაც ველოდები. ამ პროექტის დიდი დადებითი მხარეა ის, რომ მსგავსი აქტივობა ჩვენი გარემოსთვის ახალია. ყველა ხელოვანს სჭირდება ინფორმაციის მოპოვება და სხვადასხვა თემის დამუშავება, კარმენზე დისკუსიებით დარწმუნებული ვარ ბევრს შევიძენ.ამ შემთხვევაში ყველაზე მეტად რაც მაინტერესებს ეს ჯგუფური მუშაობა და ურთიერთობებია

ლალი პერტენავა

  ჩემი მოტივაცია, მონაწილეობა მივიღო კარმენის თემასთან დაკავშირებულ პროექტში, განპირობებულია იმ ფაქტით, რომ ისედაც ძალაუნებურად ჩართული ვარ საზოგადოებრვი პროექტში, რომელიც ადამიანური ყოფაცხოვრებისათვის წესებს ქმნის.   სცენაზე დადგმული კარმენის დრამა, რომელიც წლების განმავლობაში

 

ჩემი მოტივაცია, მონაწილეობა მივიღო კარმენის თემასთან დაკავშირებულ პროექტში, განპირობებულია იმ ფაქტით, რომ ისედაც ძალაუნებურად ჩართული ვარ საზოგადოებრვი პროექტში, რომელიც ადამიანური ყოფაცხოვრებისათვის წესებს ქმნის.

 

სცენაზე დადგმული კარმენის დრამა, რომელიც წლების განმავლობაში ხიბლავს და აღელვებს საზოგადოებას, ადამიანების სოციალური დახარისხების ფორმულითაა შექმნილი. რა მსგავსი ფორმულები არსებობს ჩვენს გარემოში, ამის გაანალიზება ერთ-ერთი მოტივაციაა, პროექტში მონაწილეობისთვის. 

ნინი ხუროშვილი

მე ვარ ნინი ხუროშვილი, სამხატვრო აკადემიის, გრაფიკის ფაკულტეტის II კურსის სტუდენტი. დაინტერესებული ვარ, როგორც სახვითი ხელოვნებით, ასევე თეატრით და ზოგადად ხელოვნების ყველა ფორმითა და სფეროთი. ვთვლი, რომ არსებობის ყველაზე საინტერესო

მე ვარ ნინი ხუროშვილი, სამხატვრო აკადემიის, გრაფიკის ფაკულტეტის II კურსის სტუდენტი. დაინტერესებული ვარ, როგორც სახვითი ხელოვნებით, ასევე თეატრით და ზოგადად ხელოვნების ყველა ფორმითა და სფეროთი. ვთვლი, რომ არსებობის ყველაზე საინტერესო ფორმა ხელოვნებაშია და მინდა რომ მისივე დახმარებით შევძლო განვითარება და თავის დამკვიდრება.

 

ჩემთვის, როგორც მომავალი მხატვრისთვის ძალიან საინტერეოსა გამოცდილ მხატვრებთან ერთად მუშაობა, მათი გამოცდილების გაზიარება და ორი დღით მათთან ერთად ცხოვრება. ძალიან საინტერესოა ის უცნაური თამაში, რომელშიც უნდა ჩავება და ვეცდები ჩემი თავი თავიდან აღმოვაჩინო ხელოვნების სფეროში, მუშაობის სხვა კუთხით.

 

თამთა შავგულიძე

ადრეული ასაკიდან ხელოვნების ისტორიის სივრცეში აღმოვჩნდი, ჩემი პროფესიული წვრთნაც ამ მიმართულებით წარიმართა. კოლეჯი, ინსტიტუტი, სამაგისტრო, სადოქტორო, ჩემი ცხოვრების ყველა მნიშვნელოვანი ეტაპი ხელოვნების კვლევას დაეთმო. ვწერ სტატიებს თანამედროვე ხელოვნებაზე, ვიღებ კონფერენციებში

ადრეული ასაკიდან ხელოვნების ისტორიის სივრცეში აღმოვჩნდი, ჩემი პროფესიული წვრთნაც ამ მიმართულებით წარიმართა. კოლეჯი, ინსტიტუტი, სამაგისტრო, სადოქტორო, ჩემი ცხოვრების ყველა მნიშვნელოვანი ეტაპი ხელოვნების კვლევას დაეთმო. ვწერ სტატიებს თანამედროვე ხელოვნებაზე, ვიღებ კონფერენციებში მონაწილეობას, ვასწავლი, მე თვითონაც ბევრს ვსწავლობ. სხვადასხვა წლებში ვყოფილვარ თემატური კონფერენციებისა და გამოფენების ინიციატორი და ორგანიზატორი. 

 
თანამედროვე ხელოვნება ავირჩიე სამუშაო სივრცედ, ვინაიდან ჩემი შინაგანი დრო მხოლოდ თანამედროვე დროს ემთხვევა, ყოველთვის მაინტერესებს ახალ, ამ დროით კონტექსტში დავინახო და გადავამოწმო უახლესი თუ უკვე ისტორიად შემდგარი მოვლენები. ამ პროექტმა ორი დროითი განზომილების გამო დამაინტერესა. პირველი, ეს არის შესაძლებლობა "კარმენის" მერიმესეული კონცეპტებით კონსტრუირებულ სივრცეში შედედებული დროის რეანიმირება, ჩვენს დროში "ციტირება" და ახალ დროით კონტექსტში მისი გააზრება-ინტერპრეტირება. "კარმენი" ამ პროექტის ფარგლებში არის კიდეც "ციტატა" რომლსაც ახალი დრო და სივრცე განვრცობის ახალ ვარიანტებს შესთავაზებენ. მეორე მიზეზი კი ქმნადობის მინდინარე პროცესის თანამონაწილეობაა.

ლევან ასაბაშვილი

მე ვარ ლევან ასაბაშვილი, პროფესიით არქიტექტორი. ამ პროფესიით (მისი დამკვიდრებული გაგებით) არ ვმუშაობ, რადგან დღეს არქიტექტურა ხშირად კრიმინალური აქტის ტოლფასია და იდეალურ პირობებს ქმნის ისეთი რეალობის შექმნაში, რაზეც პროექტ კარმენში მოგვიწევს

მე ვარ ლევან ასაბაშვილი, პროფესიით არქიტექტორი. ამ პროფესიით (მისი დამკვიდრებული გაგებით) არ ვმუშაობ, რადგან დღეს არქიტექტურა ხშირად კრიმინალური აქტის ტოლფასია და იდეალურ პირობებს ქმნის ისეთი რეალობის შექმნაში, რაზეც პროექტ კარმენში მოგვიწევს მუშაობა.

ამჟამად ვმუშაობ ორგანიზაცია ურბან რეაქტორში, სადაც ვცდილობთ შევქმნათ ბაზა განსხვავებული არქიტექტურული პრაქტიკისთვის.

დღესდღეობით, ძირითადად ზემოთ აღწერილი გარემოებები განსაზღვრავს ჩემს იდენტობას, თუ არ ჩავთვლით იმ კულტურულ საფუძვლებს, რაც შეიძლება ბევრ ჩემს თანამოქალაქესთან საერთო მქონდეს. ჩემთვის მისაღებია და ველოდები კიდევაც, რომ ჩემი იდენტობა დროთა განმავლობაში შეიცვლება, როგორც აქამდე ხდებოდა.


რაც შეეხება პროექტში მონაწილეობის სურვილს. მისი ძირითადი იდეა, საქართველოს ევროკავშირთან ინტეგრაციის საკითხი, ჩემთვის საინტერესოა იმდენად, რამდენადაც ის კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენებს მთლიანად ”ინტეგრაციის” იდეას, რომელიც ხშირად, ყოველგვარი გააზრების გარეშე ქვეყნის ნომერ პირველ პრიორიტეტად არის მიჩნეული. რას ვგულისხმობთ ინტეგრაციაში? რატომ არის აუცილებელი ინტეგრაცია? სჭირდება ეს ჩვენს საზოგადოებას? რა დამოკიდებულება აქვს ამ საკითხის შესახებ ევროკავშირში არსებულ პოლიტიკურ ძალებს? და ა.შ.

მეორე საკითხი, რაც ეხება აგამბენის გამორიცხვის თეორიას, ერთ-ერთი ყველაზე აქტუალურია ჩვენს საზოგადოებაში. ის გამოხატულია, როგორც ეთნიკური და რელიგიური, ასევე ეკონომიკური თუ სოციალური ნიშნით. მერიმეს კარმენის გარშემო ამ თემაზე მსჯელობა საინტერესოა, რამდენადაც ჩვენ საშუალება გვექნება გავაანალიზოთ ამ ფენომენის ქართული და პოსტსაბჭოური ელფერი.

ნატალია ვაწაძე

პროფესია: მხატვარი, დამოუკიდებელი კურატორი სამუშაო გამოცდილება: ჯგუფი ბულიონი, საზოგადოებრივი ხელოვნების პლატფორმა, პედაგოგი უყვარს: კატები არ უყვარს: მოტივაციების წერა

პროფესია: მხატვარი, დამოუკიდებელი კურატორი

სამუშაო გამოცდილება: ჯგუფი ბულიონი, საზოგადოებრივი ხელოვნების პლატფორმა, პედაგოგი

უყვარს: კატები

არ უყვარს: მოტივაციების წერა

მიშა ბარქაია

მე ვარ მიშა ბარქაია.   საინტერესო ხალხთან ურთიერთობა მაინტერესებს, საინტერესო თემებზე საუბარი და დისკუსია  

მე ვარ მიშა ბარქაია.

 

საინტერესო ხალხთან ურთიერთობა მაინტერესებს, საინტერესო თემებზე საუბარი და დისკუსია